საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის საშუალებები უსასყიდლოდ გადასცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის საშუალებები უსასყიდლოდ გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჩინურმა კომპანია „ფაუერჩაინამ“ სამედიცინო ნიღბები და პირადი დაცვის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადასცა.

აღჭურვილობა სასწრაფო სამედეცინო დახმარების ეკიპაჟებს დაურიგდებათ.

ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, აღნიშნული კომპანიის საქართველოს ოფისის წარმოადგენელს, ჰუ პენგს, მადლობა პირადად გადაუხადა.

„ასეთ დროს, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ახლა პირველ ხაზზე იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისთვის“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.