საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 10 ახალი რეანომობილი გადაეცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 10 ახალი რეანომობილი გადაეცა

კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 10 ახალი რეანომობილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით გაწყობილი რეანომობილი მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სპეცმანქანები ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრო მქაჩებით, საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

განახლებული ავტოპარკი საქართველოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი