საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მესტიაში, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია [ფოტო]
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მესტიაში, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია [ფოტო]

მესტიაში, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

“ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. ვითარება კონტროლს ექვემდებარება. არც ერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან მთის ჩამოშლის შედეგად, არავინ დაშავებულა. ჩამოშლილმა მთის მასამ წყლის დაგუბება გამოიწვია.