საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ იაპონიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა მოიმატა
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ იაპონიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა მოიმატა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 12-ით გაიზარდა.

სიენენი“ წერს, რომ განახლებული მონაცემებით, იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 17 516 შემთხვევა არის დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 899-ს აღწევს.

იაპონიაში მეოთხე დღეა, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი იზრდება.