საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.