საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“ და „D“ კატეგორიის ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.