საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

11:33, 09.11.2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი