საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა

10:59, 21.08.2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის თამბაქოს  ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 1 618  კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მსგავსი