საგამოძიებო სამსახურმა თბილისში დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

„საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიაზე რიცხული ქონების დაყადაღების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი