„კონსტრაქტვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„კონსტრაქტვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „კონსტრაქტვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „კონსტრაქტვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 – მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

დატოვე კომენტარი