საგამოძიებო სამსახურმა აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის „აიქოსთვის“(IQOS) განკუთვნილი „ჰითსის“ (HEETS) ფირმის 6 732 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

მათივე ცნობით, ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

დატოვე კომენტარი