საგამოძიებო სამსახური სოლიდარობის აქციას შეუერთდა
საგამოძიებო სამსახური სოლიდარობის აქციას შეუერთდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოლიდარობის აქციას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც უწყების თანამშრომლებმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ ფონდში #StopCoV თანხა გადარიცხეს.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებებისა და აუცილებლობებით გამოწვეულ ხარჯებს დაფარავს.

ფონდში შენატანების ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.