საგამოძიებო სამსახური სამორინე „აჭარაში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საგამოძიებო სამსახური სამორინე „აჭარაში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამორინე „აჭარაში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.

გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს (ჩატარდა) შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.