საგამოძიებო სამსახური - მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში შემოწმდება ხის გადამამუშავებელი, როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები
საგამოძიებო სამსახური - მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში შემოწმდება ხის გადამამუშავებელი, როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება ორი უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე – ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა.

ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე – ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და  303-ე მუხლებით.