საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

„ოქრუაშვილმა დაკითხვისასაც განმარტა, რომ წულუკიანის ხელმოწერა არ არის დამავალდებულებელი დოკუმენტი, ეს უნდა ყოფილიყო კომისიის გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსი. მას დღემდე არ ჩაბარებია ასეთი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების უფლებაც აქვს ადმინისტრაციული წესით და შეიძლებოდა სასამართლოს საერთოდ გაეუქმებინა, თუმცა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია, რატომ არ მივიდოდა, რომც ჩაბარებოდა, ეს დააფიქსირა მოსამართლის წინაშე. ეს სტანდარტული პროცედურაა და ალბათ გადავალთ სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებაზე და გირაო იქნება, არსებულ პრაქტიკას თუ გადავხედავთ“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა.