საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე „ევროპული საქართველო“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტს წარადგენს
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე „ევროპული საქართველო“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტს წარადგენს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტს წარადგენს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეეხება. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრებმა, დავით ბაქრაძემ და სერგი კაპანაძემ გააკეთეს.

მათი განცხადებით, დროებითმა კომისიამ მუშაობა ორი თვის წინ დაასრულა და რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებით შეიმუშავა.

„რეკომენდაციები მრავალ მიმართულებას  მოიცავს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია რამდენიმე მათგანის მალე შესრულება, უახლოეს 10 დღეში. ეს არის რეკომენდაცია, რომლიც ეხება საქმის ფიგურანტ მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ასევე რეკომენდაცია, რომელიც  მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას გულისხმობს. ჩანაწერებმა, რომელიც გავრცელდა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნა იყო მართებული. მესამე და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კი, იმ კონკრეტული ადამიანების დასჯაა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საქმის მიჩქმალვაში. პირველ რიგში, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება და შემდეგ  მათ მიმართ გამოძიების დაწყება. ამ სამ საკითხზე ვითხოვთ, შს  მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში მოსვლას, მანამდე კი, ეს რეკომენდაციები შესრულდეს“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

პარტია რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტს 10 დღიან ვადას აძლევს.

დატოვე კომენტარი