საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ხვალ გლდანის ციხეში გამოკითხავს
საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ხვალ გლდანის ციხეში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობს.

არასრულწლოვანს დახურულ რეჟიმში ფსიქოლოგების ჩართულობით კითხავენ.

როგორც კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე აცხადებს, მოწმე, რომელსაც დღეს გამოკითხავენ, პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.

კომისიის წევრებს იმედი აქვთ, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმე გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდით.

ამასთან, ხვალ, 14:00 საათზე საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს გლდანის ციხეში გამოკითხავს

საგამოძიებო კომისია მიღებულ ინფორმაციას საქმის მასალებთან ერთად დაამუშავებს, რაც შემდგომ კომისიის დასკვნას საფუძვლად დაედება.

„ჩვენ დღეს გვექნება ერთი არასრულწლოვანის გამოკითხვა. ამ კვირაში კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოვკითხავთ. ესენი არინ არასრულწლოვნები, რომლებიც უშუალოდ ფიგურირებდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში და სავარაუდოდ აქვთ ინფორმაცია, მათ შორის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამის ირგვლივ გვექნება კითხვები”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.