19-26 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა
19-26 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 19-26 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ  3 600 გადამხდელი შემოწმდა.

19-26 აგვისტოს შემოწმებების შედეგად დაფიქსირდა საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების126 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების   41 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 441 შემთხვევა.