„საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“ კვლევის თანახმად, შემოსავლების სამსახურმა 14 კრიტერიუმში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა
„საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“ კვლევაში შემოსავლების სამსახურმა რვა ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ „საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“ (TADAT) გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის განმეორებითი შეფასება ჩატარდა.
შეფასება მიზნად ისახავს რეფორმების განსახორციელებლად პრიორიტეტების განსაზღვრას ან/და მიღწეული შედეგების დადგენას.
2020 წლის TADAT-ის შეფასების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება TADAT-ის რვა ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში აჩვენა.
კერძოდ, IMF-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2017-2020 წლებში განხორციელებული პროექტის ფარგლებში: