საფრანგეთში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ რიგით 22-ე საპროტესტო აქცია გაიმართა. საფრანგეთის მასშტაბით ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია დღეს ტულუზაში ჩატარდა, რადგან მოძრაობის ლიდერებმა მხარდამჭერებს სწორედ ამ ქალაქში შეკრებისკენ მოუწოდეს. ტულუზაში ყვითელჟილეტიანთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეებმა დაწვეს რამდენიმე მანქანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტულუზაში პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.
შედარებით მშვიდად ჩაიარა ყვითელჟეტიანთა აქციამ პარიზში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მთელი საფრანგეთის მასშტაბით აქციაში 31 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რაც გასული კვირის დემონსტრაციასთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია.