საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პერპინიანში მოხდა.

აქციის დროს გადაკეტილ გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები საფრანგეთში უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. აქტივისტები თავდაპირველად საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით ისინი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციების ფარგლებში საერთო ჯამში 10 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფატალური შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ დემონსტრაციების ფარგლებში გადაკეტილ გზებზე, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაფიქსირდა.

მასშტაბურ დემონსტრაციებზე სამართალდამცველებსა და მანიფესტანტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს ათასობით აქტივისტი და პოლიციელი დაშავდა. არეულობების დროს კი პოლიციამ საერთო ჯამში 2300-ზე მეტი პირი დააკავეს.