საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციებში 12 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

00:36, 23.06.2019

საფრანგეთში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციაში 12 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საპროტესტო აქცია ქვეყნის მასშტაბით 32-ედ გაიმართა.

ქვეყნის დედაქალაქ პარიზში დემონსტრაციას 1 100 ადამიანი დაესწრო. მარსელის ქუჩებში კი აქციას 600-მდე ადამიანი შეუერთდა. მათგან 15 ნიღბიანი პირი, სამართალდამცველებმა დააკავეს.

გადასახადების გაზრდისა და საწვავის ფასის გაძვირების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და ყოველ უქმეებზე იმართება.

მსგავსი