საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია კვლავ შეტაკებებით დასრულდა
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია კვლავ შეტაკებებით დასრულდა

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია კვლავ შეტაკებებით დასრულდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. შედეგად არიან დაშავებულები. მათ შორისაა ყვითელჟილეტიანების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც თვალი მძიმედ აქვს დაზიანებული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ყვითელჟილეტიანების რიგით მე-11 აქციაში, ქვეყნის მასშტაბით 84 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თავად დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა 400 ათასს აჭარბებდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის ფაქტები მკაცრად დაგმო. ყვითელჟილეტიანების აქციები პარიზის გარდა გაიმართა ნანტში, ბორდოში, ტულუზაშო, მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში.

დღეს პარიზში კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, რომლის მონაწილეებიც ძალადობას გააპროტესტებენ.