საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის, მუამარ კადაფისგან სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.
„ფრანს 24“ წერს, რომ პროკურორები იძიებენ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს კადაფისგან 50 მილიონი ევრო საიდუმლოდ მიიღო.
ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ აღნიშნულ საქმეზე პირველი ბრალდება 2011 წელს მუამარ კადაფის ვაჟმა, საიფ ალ-ისლამმა წამოაყენა. ფორმალური გამოძიების დაწყება საფრანგეთში ნიშნავს, რომ მაგისტრატებმა უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება კამპანიის უკანონო დაფინანსებას, პასიურ კორუფციასა და ლიბიის სახელმწიფო ხარჯების ბოროტად გამოყენებას.