საფრანგეთში ყოფილი პრემიერის, ედუარდ ფილიპის მიერ პანდემიის დროს გადადგმულ ნაბიჯებს გამოიძიებენ
საფრანგეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ პანდემიის დროს გადადგმულ ნაბიჯებს გამოიძიებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სასამართლომ გამოძიება ექიმებისა და პროფკავშირების საჩივრების საფუძველზე წამოიწყო.
პროკურორ ფრანსუა მოლინის თქმით, გამომძიებლები საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპისა და ასევე, მისი კაბინეტის წევრი ჯანდაცვის ორი მინისტრის, აგნეს ბუზინისა და ოლივიე ვერანის საქმიანობით ინტერესდება.
გამოძიების დაწყების შესახებ ედუარდ ფილიპის მიერ თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე საათში გახდა ცნობილი. საფრანგეთის ექსპრემიერი ქალაქ ჰავრის მერის პოსტს დაიკავებს, სადაც მან მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა.