საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

17:14, 15.10.2018

საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია. ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონებში ხუთ საათში იმ ოდენობის ნალექი მოვიდა, რაც სამი თვის ნორმას შეესაბამება. უსაფრთხოების მიზნით, პეზანის დასახლებიდან ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ვერტმფრენებით გაიყვანეს მოქალაქეები ოდისა და ეროს დეპარტამენტებიდანაც, სადაც ხალხი მაშველებს დატბორილი სახლების სახურავებზე ელოდა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ექვს დეპარტამენტში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა.

მსგავსი