საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

18:08, 02.12.2019

საფრანგეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რაიონებში ბოლო ერთი კვირაა, უამინდობამ სატრანსპორტო მოძრაობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ფრანგული მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული მწყემსი იყო, რომლის მაღალი გამავლობის ავტომობილი უეცრად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა წაიღო.

დაღუპულთაგან ერთი კი ცხოველთა სადგომების მფლობელია. უამინდობას, ასევე, ემსხვერპლა სამაშველო ვერტმფრენის ეკიპაჟის სამი წევრი. ვერტმფრენმა ვარის რეგიონში კატასტროფა განიცადა.

მსგავსი