საფრანგეთში „წითელი ჟილეტების“ პროტესტის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში „წითელი ჟილეტების“ პროტესტის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში „წითელი ჟილეტების“ პროტესტის დროს მეორე ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოტოციკლისტი დემონსტრაციის შედეგად წარმოქმნილ საცობში შეღწევასა და გზის გაგრძელებას ცდილობდა. შედეგად კი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

37 წლის მოტოციკლისტი მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ პორტ-ლე-ვალანსში მოხდა.

მსგავსი შემთხვევა საფრანგეთში 17 ნოემბერსაც მოხდა, როდესაც ქალაქ პონ-დე-ბოვუაზენში საავადმყოფოსკენ ავტომობილით მიმავალი ქალი ერთ-ერთ დემონსტრანტს დაეჯახა.

საფრანგეთში უკვე რამდენიმე დღეა, საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაციები იმართება. „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი აქტივისტები საწვავის საწყობებს ბლოკავენ. ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დემონსტრანტებთან დიალოგის ინიციტივით გამოდის.

საყოველთაო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ საფრანგეთში არეულობების დროს, საერთო ჯამში 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 17 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.