საფრანგეთში, ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
საფრანგეთში, ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

გამოფენა, რომელიც 1-ელი მარტიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და არლში ვინსენტ ვან გოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება.