საფრანგეთში უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრები იხსნება
საფრანგეთში უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრები იხსნება

საფრანგეთში უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. პარიზში ორი ასეთი ცენტრი გაიხსნება. თითოეულ მათგანში 150 საწოლი განთავსდება.

„ევრონიუსის“ ცნობით, აღნიშნულ ცენტრებში იმ უსახლკაროებს განათავსებენ, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდებათ, თუმცა დაავადება მსუბუქ ფორმებში ექნებათ და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ იქნება.

როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, საფრანგეთის ხელისუფლება უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრების გახსნას ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს. შედარებით პატარა რეგიონებში ხელისუფლება მხოლოდ ერთ ცენტრს გახსნის. დიდ რეგიონებში კი, რამდენიმე ასეთი სივრცე გაიხსნება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 9 134 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსმა ქვეყანაში 264 ადამიანი იმსხვერპლა, განიკურნა 602 პაციენტი.