საფრანგეთში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაჭრილია ხუთი ადამიანი
საფრანგეთში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაჭრილია ხუთი ადამიანი

საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაჭრილია ხუთი ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილებს შორის ერთი სამართალდამცველია.

გავრცელებული ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა ჯერ ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი სახლში ჩაიკეტა. პოლიციამ მისი დაკავების ოპერაცია დაიწყო.

სროლის მიზეზი ჯერ უცნობია.