მედიის ცნობით, საფრანგეთში უცნობი პირი ქვეითებსა და ველოსიპედისტებს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა

15:46, 05.11.2025

საფრანგეთში, ოლერონის კუნძულზე უცნობი პირი ქვეითებსა და ველოსიპედისტებს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

როგორც მედია წერს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული, თუმცა ინციდენტის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი