საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2017 წელს 60%-ით გაიზარდა 
საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2017 წელს 60%-ით გაიზარდა 

2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 60%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2016 წლის მონაცემებით, საფრანგეთში თავშესაფარი 940-მა ქართველმა ითხოვა.

ყოველწლიურ ანგარიშს საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ოფისი ავრცელებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, მკვეთრად გაზარდა( 224-დან 559-მდე)  საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მიზნით მშობლებთან ერთად ჩასული არასრულწლოვნების რაოდენობა.

საფრანგეთის ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვის ოფისის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან საფრანგეთში ჩასვლის მიზეზად ოპოზიციის დევნას, ეთნიკურ პრობლემებს, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებს, სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევას და ოჯახურ ძალადობას ასახელებენ.
საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ხუთეულში ალბანეთი, ავღანეთი, ჰაიტი, სუდანი და გვინეა არიან.