საფრანგეთში სკოლის მასწავლებლებმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული პროტოკოლის წესები გაფიცვით გააპროტესტეს
საფრანგეთში სკოლის მასწავლებლებმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული პროტოკოლის წესები გაფიცვით გააპროტესტეს

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლებმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული პროტოკოლის წესები გაფიცვით გააპროტესტეს.

ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასმა მასწავლებელმა სასწავლო პროცესი მიატოვა და ქუჩებში აქციები გამართა.

მასწავლებლები ამტკიცებენ, რომ „კოვიდ 19“-ის პანდემიის მართვისთვის, ასევე მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების დასაცავად ქვეყნის მთავრობამ თანმიმდევრული პოლიტიკა ვერ შეიმუშავა.

მედია წერს, რომ ტესტირების ახალი მოთხოვნები საშობაო არდადეგებიდან დაბრუნების წინა დღეს გამოცხადდა და მას შემდეგ ორჯერ შეიცვალა.

ამჟამად დაწყებით სკოლებში მოსწავლეებმა, რომლებიც კონტაქტში იყვნენ თავიანთ თანაკლასელებთან, რომლებსაც ინფექცია დაუდასტურდათ, უნდა ჩაატარონ სამი ცალკე ტესტი ექვსი დღის განმავლობაში.

საფრანგეთის პროფკავშირების ინფორმაციით, ისინი ელოდებიან, რომ დღის განმავლობაში ბევრი სკოლა დაიხურება და მასწავლებლების დიდი რაოდენობა – მათ შორის დაახლოებით 75 პროცენტი დაწყებით სკოლებში და 62 პროცენტი საშუალო სკოლებში – შეუერთდება ერთდღიან გაფიცვას.