საფრანგეთში სიცხის გამო ალკოჰოლზე შეზღუდვები დააწესეს

15:38, 21.06.2026

საფრანგეთში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე, გამოცხადდა. მაღალი ტემპერატურის გამო ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალებზე  ალკოჰოლის დალევა აიკრძალა. ამის შესახებ „ფრანს 24“ იუწყება.

საფრანგეთში კვირის დასაწყისიდან დაწყებულმა ძლიერის სიცხის გამო შეფერხდა ათეულობით სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა.

საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ უკიდურესად მაღალი ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება და 35 დეპარტამენტში საფრთხის წითელი დონე შენარჩუნდება.

პროგნოზების მიხედვით, ხვალიდან საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ შესაძლოა 41°C-ს მიაღწიოს.

წითელი საფრთხის ზონაში მოხვდა პარიზიც, ასევე დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტერიტორიები.

პარიზელებისა და ტურისტების სიცხისგან დასაცავად, ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პარკები და ბაღები ღამის განმავლობაში ღია იქნება.

მსგავსი