საფრანგეთში შრომის ახალი რეფორმის წინააღმდეგ აქცია პოლიციამ დაარბია

07:45, 23.03.2018

საფრანგეთში ემანუელ მაკრონის შრომის ახალი რეფორმის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური აქცია პოლიციამ სპეცტექნიკისა და წყლის ჭავლის მეშვეობით დაარბია.

დემონსტრანტებმა ავტომობილები დააზიანეს და შენობების მინები ჩაამსხვრიეს.

რეფორმის მიმართ პროტესტის ნიშნად რკინიგზის თანამშრომლები, ავიაკომპანიების დისპეტჩერები და მასწავლებლები გაიფიცნენ. აქციის გამო, დღის განმავლობაში სარკინიგზო რეისების ნახევარზე მეტი და პარიზის აეროპორტებში ავიარეისების 30% გაუქმდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის გეგმას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, 2022 წლისთვის საჯარო სექტორში სამუშაო ადგილები 120 ათასით უნდა შემცირდეს. ამას გარდა, იგეგმება რკინიგზელებისთვის არსებული სოციალური შეღავათების გაუქმება და ზოგიერთ რაიონში სარკინიგზო ხაზების დახურვა.

მსგავსი