საფრანგეთში შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
საფრანგეთში შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

საფრანგეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერ მინისტრ, ჟან კასტექსის განცხადებით, თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.

ქალაქის მერი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.