საფრანგეთში, „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან თავდასხმის საქმეზე შვიდი ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში, „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან თავდასხმის საქმეზე პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დანით შეიარაღებულმა პირმა გუშინ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან რამდენიმე ადამიანი დაჭრა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის მამაკაცია, რომელიც პაკისტანშია დაბადებული. ასევე, სამართალდამცველებმა თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. ამ დროისთვის, მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
„შარლი ებდოს“ ოფისთან თავდასხმას საფრანგეთის პოლიცია ტერორისტულ ინციდენტად განიხილავს.