საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადებიან. როგორც იუწყებიან, აქციას მილიონობით დასაქმებული შეუერთდება.
აქციის მონაწილეები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ რეფორმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ სამსახურიდან ადრე წასვლა ან შემცირებული პანსიის მიღება მოუწევთ.
გაფიცვის ფარგლებში არ იმუშავებენ სკოლები. სამსახურში მისვლას არ აპირებენ პოლიციელები, იურისტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები და ექიმები. გაფიცვა პროფკავშირების ორგანიზებულია.
როგორც ბოლო სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, საფრანგეთის მოსახლეობის 69 პროცენტი გაფიცვის მონაწილეებს მხარს უჭერს. ყველაზე მეტად მაკრონის ეკონომიკური რეფორმა 18-34 წლამდე მოქალაქეებს არ მოსწონთ.
როგორც ცნობილია, გაფიცვის ფარგლებში დაგეგმილია დემონსტრაციები, რომელში მონაწილეობას „ყვითელჟილეტიანების“ მოძრაობის წევრებიც მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ „ყვითელჟილეტიანები“ უკვე რამდენიმე წელია, აპროტესტებენ საფრანგეთის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.