საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „ვიზეარმა“ და „რაინეარმა“ საფრანგეთიდან საქართველოში ფრენები შეაჩერეს
საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „ვიზეარმა“ და „რაინეარმა“ საფრანგეთიდან საქართველოში ფრენები შეაჩერეს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ავიაკომპანიებმა „ვიზეარმა“ და „რაინეარმა“ საფრანგეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ავიაკომპანიებმა „ვიზეარმა“ და „რაინეარმა“ საფრანგეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.

ამ ეტაპზე ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ აგრძელებს საფრანგეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელებას.

საქართველოს დედაქალაქთან მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა ალტერნატიული მარშრუტებისა და საქართველოში გამგზავრების შესაძლებლობების მოძიების მიზნით, რასაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ“, – აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.