საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ელჩის წარდგენაზე.

„გიდასტურებთ საფრანგეთიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის პროცედურის განხორციელებას. მან 18 მაისს ოფიციალურად მიმართა მინისტრს შესაბამისი განცხადებით. ეს გახლავთ დამკვიდრებული პრაქტიკა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, უახლოეს მომავალში, ელჩის ახალი კანდიდატურის წარდგენაზე“,- განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში.

თეა კატუკია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკო-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.