საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნავთობის საცავებისა და ბენზინგასამართი სადგურების ბლოკირება დაიწყეს
საფრანგეთში მესამე დღეა საწვავზე ფასის მატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორებმა ნავთობკომპანიების საცავებისა და ბენზინგასამართი სადგურების ბლოკირება დაიწყეს. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა კომპანია Total – ის ბენზინის საცავთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, აქციის გამო პარიზი – რენეს გზატკეცილზე საცობია .
საფრანგეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასი 16 % -ით გაიზარდა .