საფრანგეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ნანტში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ქვეყნის მასშტაბით აქციებზე 23 პირი დააკავეს

18:57, 14.11.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს შორის არიან „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები, სტუდენტები, პროფკავშირებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პარიზში მიმდინარე აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრაციების გამო პარიზის მეტროს 21 სადგური დაიკეტა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით ვითარება მშვიდი და კონტროლირებადია. ამ დროისთვის დაკავებულია 23 ადამიანი.

ნანტში, ქალაქის ცენტრში შეკრების აკრძალვის მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. აქცია მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რომლებმაც შეკრებილებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს.

მოგვიანებით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მსგავსი