საფრანგეთში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა გაფიცვის გამო, გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალებზე მოძრაობა შეზღუდულია
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა გაფიცვის გამო, გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალებზე მოძრაობა შეზღუდულია

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში მეხუთე დღეა, გაფიცვა გრძელდება.

გაფიცვის გამო შეზღუდულია მოძრაობა საავტომობილო გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალებზე. საფრანგეთის დედაქალაქში კვლავ არ მუშაობს მეტროპოლიტენის ხაზების უმეტესობა. ჩქაროსნული მატარებლების კი, მხოლოდ 20 პროცენტი მუშაობს.

აქციის მონაწილეები მთავრობის ახალ ინციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში გაიზრდება საპენსიო ასაკი, პენსიის დათვლის სისტემა კი, ქულებზე იქნება დამოკიდებული.

პროფესიული კავშირები მორიგ მაშტაბურ აქციას 10 დეკემბრისთვის გეგმავენ. 11 დეკემბერს კი, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ახალი საპენსიო რეფორმის პრეზენტაციას გეგმავს.

პარიზში ემანუელ მაკრონის ინიცირებულ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია 5 დეკემბერს გაიმართა. ამავე დღეს დაიწყო მასშტაბური გაფიცვა.