საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასშტაბური გაფიცვა გამოცხადდა, ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი 
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასშტაბური გაფიცვა გამოცხადდა, ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი 

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასშტაბური გაფიცვა გამოცხადდა. გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლები და სხვა სექტორებში დასაქმებულები მონაწილეობენ.

საფრანგეთის ქალაქებში დაგეგმილია საპროტესტო გამოსვლები ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმის წინააღმდეგ, რომელიც საპენსიო ასაკის ორი წლით – 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

გაფიცვის გამო საფრანგეთის ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარიზში დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მოსალოდნელია, რომ დღის ბოლოს პროფკავშირები გამოაცხადებენ მეტ გაფიცვასა და დემონსტრაციებს.