საფრანგეთში შესაძლოა, სექტემბრიდან სამუშაო ადგილებზე პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს
საფრანგეთში შესაძლოა, სექტემბრიდან სამუშაო ადგილებზე პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა გეგმავს, პირველი სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო ადგილებზე პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს.

შრომის მინისტრის განცხადებით, ახალი ინიციატივა არ შეეხება ისეთ ოფისებს, სადაც ოთახში მხოლოდ ერთი თანამშრომელია განთავსებული.

ასევე, დისტანციურად, სახლიდან მუშაობა კვლავ ერთ-ერთ ალტერნატივად და რეკომენდაციად დარჩება.