საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ეს კარგად იცით - ფრანგმა სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს
საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ეს კარგად იცით - ფრანგმა სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს

საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ეს კარგად იცით – ფრანგმა სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს.

მოქმედი სამხედროების წერილში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის გადარჩენა რისკის ქვეშაა და სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, სამხედროები საკუთარ მიწაზე წესრიგს უზრუნველყოფენ. წერილის ხელმომწერები საკუთარ თავს ახალგაზრდა თაობის ჯარისკაცებს უწოდებენ, რომლებიც მსახურობდნენ ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ან შეუერთდნენ ქვეყნის შიგნით ანტიტერორისტულ ოპერაციებს.

წერილის ავტორები ქვეყნის ხელისუფლებას ისლამიზმთან პოზიციების დათმობაში სდებენ ბრალს. წერილის ავტორები ასევე აკრიტიკებენ მთავრობის რეაქციას სამხედროების წინა წერილზე, რომელიც გასულ თვეში გასაჯაროვდა.

„ისინი იბრძოდნენ, რათა საფრანგეთი წარუმატებელი სახელმწიფო გამხდარიყო? არავის არ სურს ასეთი საშინელი ვითარება“, – ნათქვამია წერილში.

საფრანგეთის მთავრობამ პირველი წერილი დაგმო და სამხედროების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიების გატარების პირობა დადო.

დატოვე კომენტარი