საფრანგეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, მეორე წევრს ეძებენ

13:20, 21.10.2026

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთ ადამიანი დაიღუპა, იძებნება კიდევ ერთი პირი. ინფორმაციას „როიტერი“ შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის საჰაერო ძალების Mirage 2000D-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავში ეკიპაჟის ორი წევრი, პილოტი და იარაღის სისტემების ნავიგატორი იმყოფებოდნენ.

„ისინი საწვრთნელ მისიაში მონაწილეობდნენ, რაც ღამის ფრენასაც მოიცავდა, რამაც საბოლოოდ ამ სიტუაციამდე და ამ ავარიამდე მიგვიყვანა“ – განაცხადა 133-ე საჰაერო ბაზის მეთაურმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 20 ოქტომბრის საღამოს მოხდა.

მსგავსი