საფრანგეთში საიუველირო საწარმოზე თავდასხმა მოხდა, წაღებულია რამდენიმე კილოგრამი ოქრო და პლატინა
საფრანგეთში საიუველირო საწარმოზე თავდასხმა მოხდა, წაღებულია რამდენიმე კილოგრამი ოქრო და პლატინა

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბეზანსონთან საიუველირო საწარმოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფიგარო“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 20 კილოგრამამდე ოქრო და ამდენივე პლატინა.

ამჟამად პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს.

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, შიარაღებულ ძარცვაში შვიდი პირი მონაწილეობდა.