საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის შერბილების შემდეგ, ქვეყანა წითელ და მწვანე ზონებად დაიყოფა
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის შერბილების შემდეგ, ქვეყანა წითელ და მწვანე ზონებად დაიყოფა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი აცხადებს, რომ შეზღუდვების შერბილების შემდეგი ეტაპიდან საფრანგეთი წითელ და მწვანე ზონებად დაიყოფა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერის თქმით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა, ადგილობრივი ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაძლებლობები და ადგილობრივი ტესტირებისა და კონტაქტების მოკვლევის შესაძლებლობები ის კრიტერიუმებია, რომლითაც ზონების დაყოფა მოხდება.

თუ ადმინისტრაციული რეგიონი წითელ ზონაში მოხვდება, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვები უფრო მკაცრი იქნება. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო განახლებულ მონაცემებს ყოველ საღამოს წარადგენს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში ახალი კორონავირუსის სულ 169,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 24 000 გარდაცვალებით დასრულდა.